გამოხმაურებები კაია კალასის და მარტა კოსის განცხადებაზე 

06 ოქტომბერი 2025, 14:19 96 ნახვა

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლებს   მოუწოდებს თავი შეიკავონ ფაქტებისგან აცდენილი ცრუ ნარატივების გავრცელებისგან. კერძოდ ქვეყნის პირველი კანონმდებლის მიმართვის ადრესატები არიან: ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი.

ციტატა: „თუ სწორად მივხვდი, ქალბატონი კალასი და ქალბატონი კოსი ბოდიშს არ იხდიან მათი პრესსპიკერის მიერ ხელისუფლების დამხობის შეკრების მხარდაჭერის გამო, რის შედეგადაც, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმისას 25 პოლიციელი დაშავდა. არადა, სწორედ ამას ელის დღეს ქართული საზოგადოება ევროკავშირისგან“ - წერს პაპუაშვილი. 

მანამდე კი კაია კალასმა  და მარტა კოსიმ საქართველოში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ თვითმმართველობის არჩევნები განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა.

საკითხი პოლიტიკური შეფასებების საგანია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე