იძებნება პირი, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები შეიძინა და გადამალა.
უწყებაში აცხადებენ, რომ ახლა უკვე ძებნაში მყოფმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი საშუალებები უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით შეიძინა.
4 ოქტომბერს კი სწორედ ამ საბრძოლო მასალის გამოყენებით უნდა მომხდარიყო თბილისში დივერსიული აქტები.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე