თუ სწორად მივხვდი, ქალბატონი კალასი და ქალბატონი კოსი ბოდიშს არ იხდიან მათი პრესსპიკერის მიერ ხელისუფლების დამხობის შეკრების მხარდაჭერის გამო - არადა, სწორედ ამას ელის დღეს ქართული საზოგადოება ევროკავშირისგან - შალვა პაპუაშვილი

05 ოქტომბერი 2025, 20:55 139 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარ, მარტა კოსის განცხადებას საქართველოში გამართული არჩევნების შესახებ.

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ყველა წარმომადგენელს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ფაქტების აცდენილი ცრუ ნარატივების გავრცელებისგან.

„თუ სწორად მივხვდი, ქალბატონი კალასი და ქალბატონი კოსი ბოდიშს არ იხდიან მათი პრესსპიკერის მიერ ხელისუფლების დამხობის შეკრების მხარდაჭერის გამო, რის შედეგადაც, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმისას 25 პოლიციელი დაშავდა.

არადა, სწორედ ამას ელის დღეს ქართული საზოგადოება ევროკავშირისგან.

რაც შეეხება მათი მხრიდან ქართული არჩევნების შეფასებას. მე, კვლავ, მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ფაქტებისგან აცდენილი ცრუ ნარატივების გავრცელებისგან, რაც აძლიერებს რადიკალური ძალების სურვილს ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების პატივისცემას", - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე