შსს-ში ადასტურებენ, რომ დაკავებულია სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია

05 ოქტომბერი 2025, 07:42 403 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ დაკავებულია სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს კითხვა დაუსვეს რუსლან შამახიას დაკავებასთან დაკავშირებით, რაზეც დარახველიძემ განაცხადა, რომ შამახია იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით არის დაკავებული.

„მისი დაკავების ფაქტს გიდასტურებთ. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ახლაც მიმდინარეობს ღონისძიება და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე