ორბელიანის მოედანზე აქციის მონაწილეთა ნაწილი ამ დრომდე რჩება. უწყების წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის ვითარება პერიოდულად იძაბება. სამართალდამცველებმა თაბუკაშვილის ქუჩაზე შეკრებილების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
აქციის მონაწილეები ორბელიანზე სხვადასხვა ინვენტარით გაკეთებულ ბარიკადებს ცეცხლს უკიდებენ. აქციის მონაწილეების ნაწილი კი რუსთაველის გამზირზე რჩება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე