ეს არის გამარჯვება ხალხის, რომელმაც არჩევანი გააკეთა მშვიდობაზე, სტაბილურობასა და ღირსეულ მომავალზე , - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია “ქართული ოცნება” მოსახლეობის ნდობას გაამართლებს.
„ყველას მოგილოცავთ გამარჯვებას, ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატები ძალიან დიდი უპირატესობით ლიდერობენ. მე მინდა კანდიდატებს მივულოცო და ასევე, მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებს - ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გუნდის გამარჯვება, ეს არის საქართველოს გამარჯვება ქართველი ხალხის გამარჯვება. ეს არის გამარჯვება ხალხის, რომელმაც არჩევანი გააკეთა მშვიდობაზე, სტაბილურობასა და ღირსეულ მომავალზე.
კიდევ ერთხელ დადასტურდა დღევანდელი დღით, რომ ჩვენს გუნდს პარტია “ქართულ ოცნებას” საზოგადოებაში დიდი ნდობა აქვს. ეს ნდობა აუცილებლად გამართლებული იქნება”, - აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე