უმკაცრესი იქნება სახელმწიფო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც ხელს აღმართავს პოლიციელზე - ირაკლი კობახიძე

04 ოქტომბერი 2025, 21:17 80 ნახვა

რა თქმა უნდა, ესეც აჩვენებს მათ რეალურ სახეს, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ იგივე მედიის მიმართ. ეს არის ჩვეულებრივად „ნაცის“ სახე, - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე აქციის მონაწილეების მხრიდან „იმედისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტებს. 

"გახსოვთ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ამ პოლიტიკურ ძალას თავის დროზე, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. იგივე ხელწერით მოქმედებენ ახალგაზრდა „ნაცებიც“. ახალგაზრდა კაცი იყო, რომელმაც დააზიანა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი. ახალგაზრდა „ნაციც“ არის ზუსტად ისეთივე „ნაცი“, როგორებიც იყვნენ ხელისუფლებაში მათი შედარებით უფროსი თაობის წარმომადგენლები. ყველა მიიღებს ძალიან მკაცრ პასუხს“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება მსუბუქი არ იქნება.

„რაც შეეხება სამართალდამცველებს, არიან დაშავებულები, მათ შორის ერთ-ერთ დაშავებულს აქვს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, აქვს მოტეხილობა, აქვს ჰემატომა და ერთი რამ შემიძლია ვთქვა: მე მგონი უნდა ილოცონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ასეთი რამ გააკეთეს. ძალიან მკაცრი იქნება სახელმწიფო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც აღმართავს ხელს პოლიციელზე. უმკაცრესი იქნება სახელმწიფო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც ხელს აღმართავს პოლიციელზე. ეს რეაგირება არ იქნება მათთვის მარტივი და მსუბუქი“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე