ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას. ყველამ ერთად გავიმარჯვეთ, ვინაიდან ქართველი ხალხი დადგა როგორც კლდე. დღეს კიდევ ერთხელ შეიქმნა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ.
„მიუხედავად ყველანაირი ზეწოლისა, მიუხედავად ამ დღეებში ჩვენი ტვინების არევის მცდელობისა, საინფორმაციო თავდასხმისა შიგნიდან თუ გარედან, ქართველი ხალხი დადგა როგორც სალი კლდე და არავინ გაატარა იმ სუვერენიტეტის ზღვარს მიღმა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დააწესეს.
ამიტომ, მადლობა თითოეულ ქართველს, რომელიც დღეს არჩევნებზე წავიდა, ხმა მისცა და იყო მონაწილე დემოკრატიული პროცესისა, რომელსაც ჰქვია ძალაუფლების მანდატის გადაცემა რჩეულებისთვის.
ვულოცავ კახა კალაძეს. მართლაც მნიშვნელოვანი მიღწევაა ის შედეგი, რომელიც ჩვენ თბილისში ვაჩვენეთ და მნიშვნელოვანი შედეგია რაც საქართველოში ვაჩვენეთ. მინდა დანარჩენ 63 მერს მივულოცო ეს გამარჯვება. ვიცი რა შრომა დევს ამ გამარჯვებაში და ეს არის ჩვენი ერთობლივი გამარჯვება.
ბიძინა ივანიშვილი ამ დიდი გამარჯვების სულისჩამდგმელი და იდეის განმსაზღვრელია. მთავარი ადამიანი, ვინც ჩვენ გვაერთიანებს და გვამაგრებს არის ბიძინა ივანიშვილი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე