აქციის მონაწილეები თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. შეკრებილებმა სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობენ.
ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული. სამართალდამცველებმა წყლის ჭავლის და წიწაკის სპრეის გამოყენება დაიწყეს.
მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურთაზ ზოდელავამ აქციაზე შეკრებილებს მიმართა: „მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას, შევიკრიბებით და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს“.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე