2026 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პარლამენტი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას მომავალი კვირიდან დაიწყებს. 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35,5 მლრდ ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები სრულად დაფინანსდება.
პროექტის მიხედვით 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით.
ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება.
ბიუჯეტში გათვალისწინებულია ხარჯები განათლების,თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებითაც.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე