გოდერძის უღელტეხილზე გათოვდა

24 მაისი 2017, 00:00 5400 ნახვა

ხულოს იალაღებსა და გოდერძის უღელტეხილზე თოვს. ამ დროისთვის თოვლის საფარი 3 -სმ-ს აღწევს. ზღვის თოვა ზღვის დონიდან 2 250 მეტრზე გუშინ ღამის დაიწყო და დილამდე არ გადაუღია.

ნალექს მთებში პრობლემები არ შეუქმნია. ხულოს გამგებლის ინფორმაციით, იალაღებთან მისასვლელი გზების გაწმენდა უკვე დაწყებულია და სამუშაოები 7 მიმართულებით მიმდინარეობს.

ხულოს იალაღებზე მოიალაღეები გადაადგილებას თვის ბოლოდან დაიწყებენ. ხულოში 20-მდე იალაღია (სადაც საქონელს აძოვებს ადგილობრივი მოსახლეობა).

 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი