შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის ატაშეებთან შეხვედრა გამართა

27 სექტემბერი 2025, 14:05 56 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საზღვარგარეთის ქვეყნებში წარგზავნილ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

საუბარი შეეხო საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლების მნიშვნელობასა და პოლიციის ატაშეების ინსტიტუციური განვითარების საკითხს.

შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში, პოლიციის ატაშეების განსაკუთრებულ როლს. მისი თქმით, ატაშეებისა და ადგილობრივი სამართალდამცველების მჭიდრო პარტნიორობით, უკვე გახსნილია არაერთი ორგანიზებული დანაშაული და პასუხისგებაში მიცემულია ათეულობით პირი. 

შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის ატაშეებს მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ მესხი და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე ესწრებოდნენ.

დღეისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილი პოლიციის ატაშეები 38 სახელმწიფოსა და 2 საერთაშორისო ორგანიზაციას ფარავენ. 

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე