თურქეთის დელეგაცია საქართველოში

23 მაისი 2017, 00:00 2293 ნახვა

საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისთვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლობა რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე ის  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შეირჩევა, რომლებიც გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს.

მხარეთა კომპეტენციის ფარგლებში დაიგეგმა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ინვენტარიზაცია. საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომა გაიმართა თბილისში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი