2017 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტი 82 პროცენტით შესრულდა

23 მაისი 2017, 00:00 2343 ნახვა

აჭარის მთავრობას 2017 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში დაუწუნეს. უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია რეგიონის ხელისუფლებას არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მთავრობა დაგეგმილ პროგრამებს ვერ ასრულებს. კომისიების გაფართოვებულ სხდომაზე დღეს რესპუბლიკური ბიუჯეტის სამთვიანი შესრულების ანგარიში განიხილეს.

კითხვები და შენიშვნები რეგიონის მთავრობის მისამართით დღეს ძირითადად ოპოზიციას ჰქონდა. მათ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი პასუხობდა, თუმცა სხდომას სხვა მინისტრებიც ესწრებოდნენ.  “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა რამდენიმე პროექტზე გაამახვილეს ყურადღება, მათ შორის ისაუბრეს სტადიონისა და ნაგავსაყრელის მშენებლობაზე.

მინისტრისგან მოითხოვეს ინფორმაცია ნაპირგამაგრებით სამუშაოებზე. შენიშვნა ჰქონდათ ჰესებისა და ანძების მშენებლობის სანაცვლოდ გაცემული კომპენსაციების ოდენობასა და ექსპროპრიაციის წესის გამოყენებაზე. მთავრობის ინფორმაცოოთ მიმდინარე წლის 3 თვის ბიუჯეტი 70 პროცენტითაა შესრულებული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი