ეკოლოგიური პრობლემები შავ ზღვაში. სპეციალისტების შეფასებით ვითარება შედარებით გამოსწორებულია, თუმცა რჩება არერთი საკითხი, რომლის მოგვარებაზეც შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა იზრუნონ. წყალში მომატებულია გოგირწყალბადის დონე, დაბინძურებულია ქიმიური ნივთიერებებით, ასევე მყარი ნარჩენებით, შემცირებულია დელფინების რაოდენობა.
ფაქტები უცხოელმა და ქართველმა სპეციალისტებმა გამოავლინეს. კვლევა “შავი ზღვის ეკოლოგიური მონიტორინგის გაძლიერების” პროექტის ფარგლებში ჩატარდა. არის პოზიტიური ფაქტებიც, აღმოჩენილია თევზის რამდენიმე ახალი სახეობა, რომელიც აქამდე შავი ზღვის საქართველოს წყლებში არ შეინიშნებოდა.