გაფორმდა თუ არა ესტაკადის მშენებლობაზე ხელშეკრულება?

23 მაისი 2017, 00:00 2303 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ფინანსთა მინისტრს კორუფციაში ადანაშაულებენ. ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით რეგიონის მთავრობის წარმომადგენლებმა გასაიდუმლოებულ ვითარებაში, 5 აპრილს, უცნობ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა. "აჭარის მთავრობამ ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, ბათუმის პორტთან ესტაკადის მშენებლობაზე მემორანდუმი, ხელშეკრულება გააფორმა მაშინ, როცა შესყიდვების კანონი ტენდერს ითვალისწინებს" -  განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.   

აჭარის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ ხელშეკრულება ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით არ გაუფორმებიათ. "რაც შეეხება ესტაკადას, ზოგადად აქტიურად მიმდინარეობს ამ მიმართულებით მუშაობა, ამ ეტაპზე რამე კონკრეტული მოლაპარაკებები არ არსებობს, თუმცა 2017 წლის ბიუჯეტში, მისი მშენებლობისთვის 21 მილიონი ლარია გათვალისწინებული" - განაცხადა აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბესო ლილუაშვილმა.  

საუბარია ბათუმში, ე.წ. მელკიმორიასთან მისვლამდე ხიდის მშენებლობაზე, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ, ასლან აბაშიძის გადაწყვეტილებით დაინგრა. ხიდის დანგრევის შემდეგ, ბათუმის პორტიდან გამოსული მატარებლები ცენტრალურ მაგისტრალს ხერგავს და მოძრაობა იზღუდება.

 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი