სამზადისი თვითმმართველობის არჩევნებისთვის

23 სექტემბერი 2025, 10:09 74 ნახვა

საარჩევნო ადმინისტრაციის მზადება 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის. ამ ეტაპზე ცესკოს საოპერაციო სასაწყობე სივრცეში ხმის მთვლელი აპარატების პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნიკური დიაგნოსტირება მიმდინარეობს. ხორციელდება სკანერის, ეკრანის, პორტების და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების შემოწმება.

ხმის მთვლელ აპარატებში იტვირთება საარჩევნო მონაცემები და გადაეცემა ლოჯისტიკის გუნდს, რომელიც აღრიცხავს ელექტრონულ აპარატებს, ამზადებს ტრანსპორტირებისთვის უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით და უზრუნველყოფს ხმის მთვლელი აპარატების მიწოდებას საოლქო საარჩევნო კომისიების სასაწყობე სივრცეებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე