არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისათვის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაცია 25 სექტემბრის 10 საათიდან დაიწყება და 8 ოქტომბრის 18 საათზე დასრულდება.
შესაბამისი პროცედურების გავლა მხოლოდ ელექტრონულადაა შესაძლებელი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე www.online.naec.ge-ზე გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ - „სპეციალური პირობები“ და შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100) წარმოადგინონ 8 ოქტომბრის 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით არაქართულენოვანი სექტორის პრაქტიკოს მასწავლებლებს დამატებით მიეცათ შესაძლებლობა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მიზნით დაადასტურონ საგნობრივი კომპეტენცია.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე