სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა"

23 სექტემბერი 2025, 10:55 66 ნახვა

გვიანობამდე გაგრძელდა სოფლის ტურიზმის ფესტივალი განდაგანა. ღონისძიების პირველი დღე ბენდი ურსა და ზვიად ბოლქვაძის კონცერტით დასრულდა. მანამდე კი სცენა ინდივიდუალურ შემსრულებლებს, ქორეოგრაფიულ და ფოლკლორულ ჯგუფებს დაეთმო.

ევროპის მოედანზე მუსიკის მოსმენის პარალელურად, ვიზიტორებს აჭარული, მეგრული, სვანური და აფხაზური კერძების დაგემოვნება შეეძლოთ. ევროპის მოედანზე კვების ობიექტების გარდა მოწყობილია გარდენია შევარდნაძის კუთხე საშემოდგომო ნობათით, ადგილობრივი სოფლის ნობათის, ხელნაკეთი ნივთების საგამოფენო გასაყიდი სივრცეებით.

სოფლის ტურიზმის ფესტივალი განდაგანა ევროპის მოედანზე დღესაც გაგრძელდება მრავალფეროვანი პროგრამითა და შოუებით. ტრადიციულად ფესტივალი 14 საათზე კულინარიული მასტერკლასებით გაიხსნება.

დღის მთავარი კონცერტი კი ევროპის მოედანზე 18 საათიდან დაიწყება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე