შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი, 1971 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებული გ.გ. სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ არაერთგზის მუქარის ბრალდებით იძებნებოდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.