მოქალაქე: 3 მილიონიან ქვეყანაში 200 პარტიაა და კიდევ ბარიერის დაწევა გინდათ?

22 მაისი 2017, 00:00 2611 ნახვა

ხულოში საკონტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა მიმდინარეობს.  განხილვის დროს მოქალაქეებმა  ყურადღება  პარტიებისთვის ბარიერის დაწევაზე გაამახვილეს.    

"არ გრცხვენიათ, 3 მილიონიან ქვეყანაში 200 პარტიაა და კიდე ბარიერის დაწევა გინდათ? რამდენი პარტია უნდა არჩინოს ხალხმა? ნაცებისგან წასული ყველა პარტიას აკეთებთ. თუ ხალხისგან გინდათ მხარდაჭერა მაშინ მოსახლეობის 5 % უნდა გიჭერდეთ მხარს" - თავისი პოზიცია დააფიქსირა ხულოს მკვიდრმა ოთარ ბოლქვაძემ. 

მოქალაქეებმა პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერს აკაკი ბობოხიძეს უპასუხეს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი