საჯარო სამსახურში ხელფასების მატება გაგრძელდება, 2026 წელსაც 10 პროცენტით გაიზრდება საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები - პრემიერი

08 სექტემბერი 2025, 11:42 979 ნახვა

საჯარო სამსახურში ხელფასების მატება გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2026 წელსაც საჯარო მოხელეებს ხელფასი 10 პროცენტით გაეზრდებათ.

„საჯარო სამსახურში გაგრძელდება ხელფასების მატება. როგორც მოგეხსენებათ, გასული წლების განმავლობაში ყოველ წელს ხელფასები იმატებდა 10 პროცენტით და 2026 წელსაც 10 პროცენტით გაიზრდება საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი