ბრალის წარდგენა

05 სექტემბერი 2025, 20:02 141 ნახვა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირმა, საზღვარგარეთ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 619 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსი“ შეიძინა და სატრანსპორტო საშუალებით საქართველოში გამოაგზავნა.

სამართალდამცველებმა ერთი პირი აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების მიღების მცდელობის დროს დააკავეს. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია 619 აბი „სუბოტექსი“.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი