არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების გამოკითხვის პროცესი 

03 სექტემბერი 2025, 14:10 98 ნახვა

სასამართლოში  ე.წ. პირბადეების საქმეზე გამოკითხვების სერია  დაიწყო - სამართლიანი არჩევნების ყოფილი ხელმძღვანელი, ნინო დილიძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა - ამ გამოძიების ფარგლებში, რომლითაც სახელმწიფო ბრალდების მხარე ორგანიზაციებს საპროტესტო აქციების დაფინანსებას და საბოტაჟს ედავება, 27 აგვისტოს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიში დააყადაღეს. სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთი მათგანია.

გამოკითხვიდან გამოსულმა ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კითხვები ძირითადად შეეხებოდა საპროტესტო აქციებს - აინტერესდებდათ იყო თუ არა ორგანიზაცია ჩართული ამ აქციების ორგანიზებაში და ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი ძალადობასთან. დოლიძის ადვოკატი გამოკითხვაზე ახალგაზრდა იურისთთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე იყო. ის ბრალდებებს აბსურდულად მიიჩნევს და თვლის რომ ამ საქმის რეალური მიზანი ზეწოლა და დაშინებაა.

ნინო დოლიძის განცხადებით, რაც ხდებოდა ორგანიზაციაში, ყველაფერი ქართული საქმე იყო - მისი თქმით,  ეს არის სამოქალაქო ორგანიზაციების მორიგი დევნა, ამბობს, რომ დაყადაღების შემდეგ ორგანიზაციებს გაუჭირდებათ ფუნქციონირება.

თეკა მურჯიკნელი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში