საპროცედურო საკითხთა კომიტეტს სხდომაზე, პარლამენტის გამოკლებული წევრის, მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლის, თორნიკე ფაღავას უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილეს.
მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ პარლამენტის მიერ ცნობილი იქნას თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
კომიტეტის წევრებმა განხილულ საკითხს მხარი დაუჭირეს.
დღეს, პარლამენტმა მამუკა მდინარაძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აირჩია.