პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, აჭარის რეგიონში მერობის კანდიდატებსა და პარტიული სიის ნომრებს უახლოეს დღეებში დაასახელებენ. თითქმის ყველა პარტიაში მერობის კანდიდატებზე შეჯერებულები არიან.
ცნობილია, რომ მემორანდუმის ფარგლებში, „ლელო ძლიერ საქართველო“-ს და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მერობის ერთობლივი კანდიდატები ეყოლებათ.
რეგიონში მერობის კანდიდატი არ ეყოლება „გირჩს “. სიის პირველი ნომერი კი გია მასალკინი იქნება.
მმართველ გუნდში კი მოლოდინი აქვთ რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში უმრავლესობას მოიპოვებენ იმ კანდიდატების მეშვეობით, რომლებსაც რამდენიმე დღეში დაასახელებენ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე