საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

27 აგვისტო 2025, 10:50 172 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადაადგილების ფაქტზე, ერთი პირი ამხილა.

გამოძიებით დადგინდა, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგი“-ს გავლით, საქართველოდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით გადაადგილდებოდა მსუბუქი ავტომანქანა, რომლის სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა დასახელების ვეტერინარული მედიკამენტები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული საქონლის ღირებულება 36 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში