„გირჩმა“ თბილისის მერობის კანდიდატი წარადგინა. 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიის კანდიდატი იაგო ხვიჩია იქნება.
მერობის კანდიდატი ჰერმან საბომ დაასახელა, რომელმაც განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პრაიმერიზის შედეგად მიიღეს.
ჰერმან საბომ თბილისის საკრებულოს წევრობის სამი კანდიდატიც დაასახელა – დათო ფანჯაკიძე; გიორგი გვენეტაძე; ეკა ონიანი.
პარტიის ვიცე-მერობის კანდიდატად კი ალექსანდრე რაქვიაშვილი წარადგინეს
ფოტო: არქივი.