სულხან თამაზაშვილი საგრანტო პროგრამაში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა

23 აგვისტო 2025, 10:48 333 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი საგრანტო პროგრამაში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა. პროგრამა აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება და წარჩინებული სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას ითვალისწინებს. მიმდინარე წელს, საგრანტო პროგრამის ფარგლებში 100-ზე მეტი სტუდენტი დაფინანსდება.

შეხვედრაზე, სულხან თამაზაშვილთან ერთად ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს და წარმატება მიულოცეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძემ და განათლებისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა.

ახალგაზრდებთან სიტყვით მიმართვისას სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის პრიორიტეტია რეგიონში ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ ხარისხიანი განათლება.

,,ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ ხარისხიანი განათლება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, რომ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ახალგაზრდები ჩვენი რეგიონისა და ქვეყანის განვითარებას მოახმარენ. აჭარის მთავრობა გააგრძელებს წარმატებული სტუდენტების დახმარებას სხვადასხვა პროგრამის საშუალებით, ასევე რეგიონში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფინანსურ მხარდაჭერას, რათა გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს ახალი ინიციატივაც გააცნო, რომელიც წარჩინებული სტუდენტებისთვის სემესტრულად 1000 ლარიან სტიპენდიას ითვალისწინებს. აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, სტიპენდიის გაცემას ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს.

ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი