შუამთობა ზორტიყელში

17 აგვისტო 2025, 19:20 421 ნახვა

ხულოში, მთა ზორტიყელში სახალხო ღონისძიება ,,შუამთობა“ აღინიშნა. ღონისძიების ადგილას მოწყობილი იყო საგამოფენო და შემეცნებით-გასართობი სივრცეები.

ღონისძიება საზეიმო კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლები მონაწილეობდნენ.

დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობას სულხან თამაზაშვილმა მიულოცა. რეგიონის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ მთავრობის გეგმა მიმართულია მაღალმთიანი აჭარის განვითარებისკენ, ტურისტული პოტენციალის გაზრდისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

სახალხო დღესასწაულს აჭარის მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე