პუტინი - ტრამპის შეხვედრა

16 აგვისტო 2025, 17:47 176 ნახვა

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

ეს ალიასკაში პუტინის პირველი ვიზიტი 2015 წლის შემდეგ კი შტატების ტერიტორიაზე მისი პირველი სტუმრობა იყო.

ორი ქვეყნის პრეზიდენტების დღის წესრიგი ძირითადად უკრაინის კონფლიქტს ეხებოდა. ამ საკითხზე მხარეებმა პოზიციები ვერ შეაჯერეს, თუმცა ითქვა რომ მნიშვნელოვან საკითხებზე პროგრესი არის და მოლაპარაკებები გაგრძელდება.

თავდაპირველად ტრამპის და პუტინის შეხვედრა ერთი-ერთზე იგეგმებოდა, თუმცა ბოლო მომენტში გადაწყდა რომ მოლაპარაკებები სამი-სამზე ფორმატში წარიმართებოდა.

სამსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ლიდერებმა ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთეს.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა რომ უკრაინაში ომის დასრულება სურს, თუმცა ამას უკრაინამ და ევროპამ ხელი არ უნდა შეუშალონ.

ტრამპის განცხადებით კი, სამიტზე "დიდი პროგრესი" იქნა მიღწეული - თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ არის.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში