ზელენსკი ტრამპს ორშაბათს შეხვდება

16 აგვისტო 2025, 14:48 139 ნახვა

პრეზიდენტი ზელენსკი მეწვევა ვაშინგტონში, ოვალურ კაბინეტში, ორშაბათს. თუ ყველაფერი კარგად წავა, შემდეგ დავგეგმავთ შეხვედრას პრეზიდენტ პუტინთან - ამის შესახებ, ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმაზე წერს. 

როგორც ტრამპი აცხადებს, ყველა შეთანხმდა, რომ საუკეთესო გზა რუსეთსა და უკრაინის შორის საშინელი ომის დასასრულებლად არის პირდაპირი მშვიდობის შეთანხმება, რომელიც ომს დაასრულებს და არა უბრალო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

თავდაპირველად, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ FOX News-სთან ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა, რომ "იგეგმება ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა, რომელსაც, შესაძლოა, თავადაც დაესწროს".  

ტრამპს შეხვედრის შესაძლო თარიღზე, ადგილმდებარეობაზე ან სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, თქვა, რომ "ახლა ყველაფერი ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა გადაწყვიტოს". ამის შემდეგ, უკვე დღეს ტრამპი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტსაც.ზელენსკიმ განაცხადა რომ მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას უკრაინა-ამერიკა-რუსეთის სამმხრივ შეხვედრაზე.

ზელენსკი ორშაბათს ვაშინგტონში ჩადის - უფრო მეტი დეტალი უკვე ზელენსკის და ტრამპის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში