„ სკოლა ბორბლებზე “ - სპექტაკლი პროექტის ფარგლებში

15 აგვისტო 2025, 17:49 176 ნახვა

’’სკოლა ბორბლებზე’’- პროექტის ფარგლებში ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო  თეატრში სპექტაკლი „მოგზაურობა დროში ძველი ეპოქიდან ციფრულ რეალობამდე“ გაიმართა, მონაწილეებმა  სცენაზე ჩვენი ქვეყნის ისტორია, თამარ მეფის ეპოქა გააცოცხლეს, მოაწყვეს კომიქსის პრეზენტაცია.

პროექტი ,,სკოლა ბორბლებზე’’ – საგანმანათლებლო, შემეცნებითი და ამავდროულად სათავგადასავლო პროექტია, რომელიც შთააგონებს ახალგაზრდებს გახდნენ აქტიური მოქალაქეები, გაითავისონ სოციალური პასუხისმგებლობა, გახდნენ კულტურული ფასეულობების დამცველები და შემოქმედებითი მოაზროვნეები.

პროექტი ეფუძნება არაფორმალური განათლების პრინციპებს და მოძრავ სასწავლო გარემოს, მონაწილეები ისტორიული ძეგლების შესახებ წერენ სტატიებს, ქმნიან დოკუმენტურ მოკლემეტრაჟიან ფოტო ვიდეო მასალას, აქვთ შესაძლებლობა წარადგინონ შესწავლილი სპექტაკლი და შექმნან კომიქსი ციფრული სახით.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში