აჭარაში კანონის დარღვევისთვის 34 სავალუტო პუნქტი გაუქმდა 13 კი დაჯარიმდა

18 მაისი 2017, 00:00 5427 ნახვა

ეროვნულმა ბანკმა აჭარაში 34 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, 13 პუნქტი კი დააჯარიმა - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, აჭარაში ეროვნულმა ბანკმა 47 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შეამოწმა, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ უმრავლესობას  "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ"  და "ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის" კანონი ჰქონდა დარღვეული. შედეგად,  13 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ჯარიმა 280 400 ლარი, ხოლო 34 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "ბანკი მომავალშიც მიიღებს ზომებს, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობისთვის და  მომხმარებლის უფლებების დაცვისთვის.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს მომხმარებელს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და თანხის გადაცვლამდე გადაამოწმონ გაცვლითი კურსის და მომსახურების საკომისიოს შესახებ ინფორმაცია.

 თქვენი უფლებები დარღვევის შემთვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: 2 406 406 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი