პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი დაკავებულმა 79 წლის კაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით საკუთარ მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
ფაქტი ქვემო ქართლში მოხდა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს