ოცდღიანი პატიმრობის შემდეგ ძლიერი საქართველო -ლელოს წევრმა ლევან ხორავამ ფოთის იზოლატორი დატოვა.
ლევან ხორავას მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ შსს წარმომადგენლის მოთხოვნით, 25 ივლისს 20- დღიანი პატიმრობა შეუფარდა და 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა.
საქმე ეხება პოლიციის კაპიტნის თეა ლაღაძის სარჩელს, რომელიც ირწმუნებოდა, რომ 27 მაისს, ლუკა ნაცვლიშვილის, სასამართლოს დასრულების შემდეგ, სადაც ლაღაძე საქმის გამომძიებელი იყო, ხორავამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.