"ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ცინცაძე იქნება

11 აგვისტო 2025, 17:00 302 ნახვა

გიორგი ცინცაძეს აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2025 წლის 13 აპრილიდან იკავებდა აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობას. 2022-2024 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი. 2018-2022 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში ეუთოში და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდა უფროს მრჩეველად. 2011-2018 წლებში იყო საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოპერატიული დირექტორატის სამმართველოს უფროსი, ხოლო 2008-2011 წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებას. 

მას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ფინანსების სპეციალობით მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი. 2005-2006 წლებში მონაწილეობდა ბერლინის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის „FHTW“ გაცვლით პროგრამაში. ამავე წლებში დასრულებული აქვს თბილისის კავკასიის ბიზნესის სკოლა, ფინანსების მიმართულებით.

გიორგი ცინცაძეს გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების არაერთი კურსი და ტრენინგი სხვადასხვა ქვეყანაში მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიასა და ინგლისში. 

ის დაიბადა ბათუმში და არის 39 წლის. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი