ჯინჭარაძის ქუჩაზე არქეოლოგიური გათხრები იწყება

31 მაისი 2016, 00:00 3808 ნახვა

ჯინჭარაძის ქუჩაზე, სადაც სავარაუდოდ გრიგოლ ვოლსკის საფლავია აღმოჩენილი, ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები შეჩერებულია. ირაკლი ჩავლეიშვილი და გია რამიშვილი დღეიდან კვლევას ერთობლივად გააგრძელებენ. ისინი ამ ეტაპზე არქივში კონტურულ რუკებს ეძებენ, რომლის მიხედვითაც განსაზღვრავენ რომელი მხარე იყო ტაძრის შესასვლელი. საზოგადოება “ბათომის” წევრის შოთა გუჯაბიძის თქმით, ტაძრის დანგრევის ბრძანება 1928 წელს გაიცა და ერთ წელში დაანგრიეს. რაც შეეხება აღმოჩენილ  ნეშტს, დნმ-ის კვლევას სამხარაულის ექსპერტიზა ჩაატარებს. ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკით, ხვალ სამუშაოები დაიწყება, რის გამოც მთელ კვარტალს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდება. სამუშაოებს ართულებს ისიც, რომ მიწის ქვეშ გაყვანილია მაღალი ძაბვის სადენები და სხვა კომუნიკაცია.

ამავე კატეგორიაში