ისრაელის საჰაერო დარტყმებს „ალ-ჯაზირას" ხუთი ჟურნალისტი ემსხვერპლა 

11 აგვისტო 2025, 14:11 124 ნახვა

ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ღაზაში „ალ-ჯაზირას“ ხუთი ჟურნალისტი დაიღუპა, - ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაღუპულ ჟურნალისტებს შორისაა 28 წლის ანას ალ შარიფი, რომელსაც ადრე ისრაელი ემუქრებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო დარტყმის დროს ალ-შარიფი და კიდევ ერთი კორესპონდენტი, მოჰამედ კრიკეჰი, ოპერატორებთან, იბრაჰიმ ზაჰერთან, მოჰამედ ნუფალთან და მოამენ ალივასთან ერთად ღაზას ალ-შიფას საავადმყოფოსთან, ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ კარავში იმყოფებოდნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ ანას ალ შარიფის ლიკვიდაცია განახორციელეს და რომ ის „ჰამასის ტერორისტულ უჯრედს“ ხელმძღვანელობდა და ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმებში მონაწილეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი