შეხვედრა ანაკლიის ბანაკის მონაწილეებთან

06 აგვისტო 2025, 10:31 230 ნახვა

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს საქართველოს და აზერბაიჯანის განათლების მინისტრების მოადგილეები შეხვდნენ. ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში ქართველ ახალგაზრდებთან ერთად, 50-მდე აზერბაიჯანელი ახალგაზრდა იმყოფება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტებისთვის ექსკურსიები, სპორტული, შემეცნებითი და კულტურული აქტივობები იმართება.

წელს ანაკლიის ბანაკი 3000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. ივლისში ქართველი ახალგაზრდები აზერბაიჯანში გუბაში, ბაქოსა და სუმგაითში გამართულ ბანაკებში იმყოფებოდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი