აჭარის უმაღლესი საბჭოში ნაციონალური მოძრაობისა და ოცნების დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად პარტიული ლიდერების გამო დაუპირისპირდნენ. კამათი დეპუტატებს შორის პარტიულ ლიდერების მორჩილების საკითხს მოყვა "რა მიშაზე მელაპარაკები ვერ ხედავ ხო ბიძინას არაფორმალურ მმართველობას ხმას რო ვერ იღებთ?" - ასე უპასუხა "ოცნების დეპუტატების რეპლიკას ელგუჯა ბაგრატიონმა.
შემდეგ კი,ელგუჯა ბაგრატიონმა ქართული "ოცნებისა" და კონსერვატორული პარტიის დეპუტატებს კითხვით მიმართა: "როდის გახდით ქოცები? 2012 წელს კოორდინატორი იყავი და ნუ ლაპარაკობ ვახო შენ რაღაცეებს" - ასე მიმართა ირაკლი ჭეიშვილს, დავით ბაციკაძესა და ვახტანგ წულაძეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა.
ელგუჯა ბაგრატიონის კითვას გაღიზიანება მოყვა ვახტანგ წულაძის მხრიდან - "არ შემაგინებინო ვისი კოორდინატორი ვიყავი" - განაცხადა დეპუტატმა, რასაც ხმაური მოყვა უმაღლესი საბჭოს დარბაზში და გამოცხადდა შესვენება.