“მშვიდობის პალიტრა - ახალი თაობა დიალოგისა და ურთიერთგაგებისთვის“ - პროექტის ფარგლებში სტუდენტებს ტრენინგი უტარდებათ. ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს გაიხსნა, პროექტი ასევე გულისხმობს ადვოკატირების ღონისძიებას.
მისი მიზანი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა მშვიდობის მშენებლობისა და ინტერკულტურული სწავლების, დიალოგის შესახებ. პროექტს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ორგანიზაციები „ახალგაზრდები დემოკრატიისთვის“ და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა ახორციელებს.