თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურსა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო პროცესზე პროკურატურა სამივე მათგანისთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და მიზეზად მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზეწოლისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის, ასევე განმეორებითი დანაშაულის საფრთხეს ასახელებდა.
დაცვის მხარის ადვოკატები პროკურატურას არ ეთანხმებოდნენ. საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 17 სექტმებერს ჩაინიშნა.