ევროკავშირსა და აშშ შორის სავაჭრო შეთანხმება გაფორმდა

28 ივლისი 2025, 11:31 83 ნახვა

ევროპელი ლიდერები  მიესალმნენ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის დადებულ  სავაჭრო შეთანხმებას, რომელიც  აშშ-ი ევროკავშირიდან იმპორტირებულ  საქონელზე 15%-იან ტარიფს აწესებს და ევროკავშირის მიერ  აშშ-ის ენერგიისა და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვან შესყიდვებს ითვალისწინებს. შეთანხმება ასევე გულისხმობს ევროკავშირის მიერ აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციების განხორციელებას, განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელმაც შეთანხმების შესახებ ტრამპთან ერთობლივი განცხადების დროს განაცხადა, სოციალური მედის პლატფორმა იქს-ზე წერს: „დღევანდელი შეთანხმება ქმნის გარკვეულობას გაურკვეველ დროში, უზრუნველყოფს სტაბილურობას და პროგნოზირებადობას“. ირლანდიის ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა, რომ შეთანხმება უზრუნველყოფს „აუცილებელ გარკვეულობას ირლანდიური, ევროპული და ამერიკული ბიზნესებისთვის, რომლებიც ერთად წარმოადგენენ მსოფლიოში ყველაზე ინტეგრირებულ სავაჭრო ურთიერთობას“.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა დიკ შუფმა შეთანხმებას „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ უწოდა, ხოლო ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეტსოლამ განაცხადა, რომ ეს იყო „მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც აძლიერებს ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორობას“.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში