კამბოჯისა და ტაილანდის ლიდერები დაუყოვნებლივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რათა სწრაფად შემუშავდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, საზღვარზე სამდღიანი ბრძოლების შემდეგ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ორივე მხარე დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობას ეძებს“, – წერს ტრამპი.
დაპირისპირება ტაილანდსა და კამბოჯას შორის რანმდენიმე დღეა გრძელდება. გუშინ, ტაილანდმა კამბოჯასთან მოსაზღვრე რვა რაიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.