გივი მიქანაძეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა

26 ივლისი 2025, 18:55 109 ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა უმასპინძლა.

მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე დაფუძნებული ორმხრივი პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლებისა და მეცნიერების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მაღალ პოლიტიკურ დონეზე არსებული თანამშრომლობა და ისტორიული მეგობრობის მნიშვნელობა.

გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ საქართველოს მიმართ გამოხატული მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის.

თავის მხრივ, ალი ასადოვმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების მზაობა დაუდასტურა.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე ესწრებოდა.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში