ტაილანდმა კამბოჯასთან მოსაზღვრე 8 რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ორ ქვეყანას შორის საზღვრის გასწვრივ შეტაკებები უკვე 2 დღეა გრძელდება. მხარეები ერთმანეთს ძალადობის პროვოცირებასა და ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. დაპირისპირებისა და კონფლიქტის გაფართოების ფონზე დასახლებულ ტერიტორიებს ტოვებენ ადგილობრივები.
ტაილანდის პრემიერ-მინისტრის განცხადებით ასი ათასამდე მცხოვრებმა სახლები დატოვა და დროებით თავშესაფრებში გადავიდნენ.
კამბოჯის მხარის ინფორმაციით, ევაკუირებულია 23 ათასამდე მოქალაქე. დაპირისპირების შედეგად დაღუპულია 32-ზე მეტი ადამიანი.