მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თავი აარიდონ პროვოკაციულ პერსონალურ თავდასხმებს და იმუშაონ თავიანთი მოსახლეობის ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაში.
განცხადებაში გაკრიტიკებულია ქართული ხელისუფლების პოლიტიკაც და გამოხატულია მხარდაჭერა პაველ ჰერჩინსკის მისამართით.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი საქართველოს თანმიმდევრული და საიმედო პარტნიორია.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            