პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

24 ივლისი 2025, 11:26 205 ნახვა

პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერმა, ანა დოლიძემ ბრიფინგზე გააკეთა.

ანა დოლიძემ თვითმმართველობის არჩევნებს მსხვერპლშეწირვა უწოდა და განაცხადა, რომ მასში მონაწილეობა გაუმართლებელია.

„დღეს ქვეყანაში შექმნილია საკმაოდ სერიოზული ვითარება. მთავარ საკითხზე, რომელზეც გაქვთ ინტერესი, არის, მიიღებს თუ არა პარტია „ხალხისთვის“ და მე, ანა დოლიძე მომავალ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობას, რასაც „ქართული ოცნება“ ეძახის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. მინდა, პურველ რიგში, აქედან მოვიკითხო პოლიტპატიმრები, ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლით, ჯანმრთელობით იბრძვიან და მედგრად დგანან. იბრძვიან ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. პარტიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გაუმართლებელია. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ჩვენი ქვეყნის დროებით ადმინისტრაციას, რომელიც საკუთარ თავს ხელისუფლებას ეძახის, შეიქმნას სალაპარაკო საერთაშორისო ასპარეზზე, რომ მან ნორმალურად ჩაატარა არჩევნები. ამის პარალელურად, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ის, რაც არის ადგილობრივი არჩევნები, არის რაიმე ფორმით ბრძოლა, ვინაიდან ჩვენ წინაშე არ არის რაიმე მსგავსება შეჯიბრებითობის პირობებისა ადგილობრივ არჩევნებზე. აქეთა მხარეს ვართ გულწრფელი, მებრძოლი, შეურიგებელი ხალხი, მაგრამ მეორე მხარეს არის ჩაგვრა, რეპრესია, სასამართლო კლანი, რომელიც ამ ყველაფერს ამართლებს და რომელზეც დგას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ამ პირობებში გამართლებულად არ მგონია საკუთარი მომხრეებისა და ამომრჩევლების გაყვანა მსხვერპლშეწირვაზე.

ამავე დროს, პარტია „ხალხისთვის“ მიღებული აქვს გადაწყვეტილება, არ ვუერთდებით ბოიკოტს. ქვეყანაში არსებული აპათიური განწყობის პირობებში მიგვაჩნია, რომ არასწორია დროის, რესურსის დახარჯვა, იარო სოფელ სოფელ, ქალაქ ქალაქ და ადამიანებს მოუწოდო, რაღაც არ გააკეთო. ხალხმა, როგორც ყოველთვის, ისედაც ძალიან კარგად იცის, სად არის სამართალი და სად – უსამართლობა. ამავე დროს, ჩვენ არ უნდა ავცდეთ მთავარ მიზანს, რასაც ჰქვია ევროპაში გაწევრიანება და ამისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სამართლიანი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება უნდა იყოს მზიანი, რაზეც ჩვენ ვკონცენტრირდებით“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი