სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გრძელდება. გიორგი მარგველაშვილმა და ანდრეი კისკამ ''თავისუფლების კარიბჭის'' მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მემორიალი ცივი ომის პერიოდში ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრის გადაკვეთისას ჩეხოსლოვაკიის 400-მდე მოქალაქის ხსოვნის პატივსაცემად 2005 წელს გაიხსნა. გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი ბრატისლავაში 17 მაისს დასრულდება.